უცხო ენათა შემსწავლელი კულტურული ცენტრი "ლინგვა ჰაუსი" დაარსდა 2005 წელს და მას შემდეგ მრავალ სტუდენტს გაუკვალა გზა წარმატებული კარიერისკენ. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული მსმენელის მოთხოვნებს, მიზნებს და მათთვის საჭირო მიმართულებით წარვმართავთ სასწავლო პროცესს.

ყველა კურსი ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. მსმენელების ასაკი შეუზღუდავია. ჩვენი მასწავლებლების შტატი დაკომპლექტებულია კვალიფიციური ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისაგან.

სწავლება მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად. ინდივიდუალური გაკვეთილების რაოდენობა კვირაში და თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მსმენელზე. ერთ საათიანი ინდივიდუალური გაკვეთილის საფასური ადგილობრივ სპეციალისტთან შეადგენს 25 ლარს, ხოლო უცხოელ სპეციალისტთან 40 ლარს.

სტანდარტული ჯგუფური გაკვეთილები ტარდება კვირაში სამჯერ, ყოველ ჯგუფში კვირაში ორჯერ საათნახევრიან გაკვეთილებს ჩაატარებენ ადგილობრივი პედაგოგები და კვირაში ერთხელ ერთსაათიან გაკვეთილებს ჩაატარებან უცხოელი პედაგოგები. არის ჯგუფები სადაც მხოლოდ უცხოელი პედაგოგები ატარებენ გაკვეთილებს.

კურსები ბავშვებისთვის 5 წლის ასაკიდან:

- ინგლისური
- ესპანური
- რუსული
- ქართული
- იტალიური,
- ფრანგული
- გერმანული
- იაპონური
- ჩინური
- ბერძნული
- ებრაული

სწავლებისას გამოიყენება აუდიო–ვიდეო მასალები, უახლესი სასწავლო ლიტერატურა, ბავშვები ისწავლიან იმ ქვეყნის საბავშვო ლექსებსა და სიმღერებს რომელ ენასაც ეუფლებიან.
ყოველი სემესტრის ბოლოს შოუს სახით ჩატარდება ათვისებული მასალის დემონსტრირება, რომელსაც მშობლებსაც შეუძლიათ დაესწრონ.