• ინგლისური ენის შესწავლის მსურველთ გთავაზობთ კურსებს შემდეგი დონეების მიხედვით:

    • - Beginner    
    • - Elementary
    • - Pre-Intermediate 
    • - Intermediate         
    • - Upper-Intermediate
    • - Pre-Advanced
    • - Advanced
    • - Post-Advanced
    • - Proficiency

 

  • სასწავლო ცენტრი ლინგვა ჰაუსი გთავაზობთ კორპორატიულ სერვისს ბიზნეს ინგლისურის შესასწავლად.

კორპორატიული მომსახურების პაკეტი

რაოდენობა სერვისის კატეგორია ღირებულება (1 ადამიანზე) ხანგრძლივობა
4-8 მსმენელი ადგილზე მისვლით 150 GEL კვირაში 4.5 სთ
4-8 მსმენელი სწავლება ცენტრში 90 GEL კვირაში 4.5 სთ
8-12 მსმენელი ადგილზე მისვლით 100 GEL კვირაში 6 სთ
8-12 მსმენელი სწავლება ცენტრში 90 GEL კვირაში 6 სთ

ინდივიდუალური, ერთი, 60 წუთიანი გაკვეთილი ქართველ სპეციალისტთან 25 ლარი ადგილზე მისვლით, ჩვენთან ფილიალში_20 ლარი.
მშობლიურ ენაზე მოსაუბრე სპეციალისტთან ერთი საათი 35 ლარი ადგილზე მისვლით, ჩვენთან ფილიალში_25 ლარი.


ბიზნეს ინგლისური ყოველ დონეზე, 6 საფეხური, თითოეული საფეხური ნახევრად–ინტენსიური სწავლების შემთხვევაში (კვირაში სამი გაკვეთილი) გაგრძელდება 3 თვე. სახელმძღვანელოები_ Market Leader. დამატებითი სახელმძღვანელოები: Business Vocabulary, Business Grammar (ავტორები Bourke and Maris)


ჩვენი ენების კურსები უკვე მერვე წელია რაც არსებობს და ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ ჩვენი მოსწავლეები საუკეთესო შედეგებს აღწევენ არა მარტო სალაპარაკო ენის დაუფლებაში, არამედ საერთაშორისო სერტიფიკატების უმაღლესი ქულებით მოპოვებაში.

მასწავლებლების შემადგენლობა დაკომპლექტებულია მაღალ-კვალიფიციური უცხოელი და ადგილობრივი პედაგოგებისგან. ჩვენთან ყველანაირი პირობაა შექმნილი წყნარ და მეგობრულ გარემოში სამუშაოდ.


საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული სერთიფიკატი გაიცემა ნებისმიერი საფეხურის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში.

 



სასწავლო პროგრამა "Step by Step":

თუკი თქვენი ბავშვი 5 წლის ასაკიდან ისწავლის "ლინგვა ჰაუსში", ის გაივლის შემდეგ ეტაპობრივ პროგრამას:

5-6 წლის ბავშვებისათვის ტარდება სახალისო ინტერაქტიული გაკვეთილები, ვიდეო-აუდიო-კომპიუტერული მასალით და სახალისო სახელმძღვანელოებით. დიდი ყურადღება ექცევა გამოთქმისა და მეტყველების სისწორეს. შეისწავლიან ინგლისურ და ამერიკულ საბავშვო ლექსებსა და სიმღერებს. მოისმენენ ზღაპრებს . ყოველი სემესტრის ბოლოს მოეწყობა შეძენილი ცოდნის დემონსტრირება შოუს სახით, რომლებსაც მშობლებიც დაესწრებიან. სწავლის საფასური_ 130 ლარი.

7-8 წლის ბავშვები უკვე ეუფლებიან კითხვასა და წერას, სწავლობენ გრამატიკის საფუძვლებს, ეცნობიან საბავშვო მწერლების ნაწარმოებებს, მონაწილეობენ სკეჩებში. პედაგოგები მუშაობენ მოსწავლეების თხრობის უნარის დახვეწაზე.
მოსწავლეებს ყოველი სემესტრის ბოლოს ჩაუტარდებათ ტესტირება განვლილი მასალის ათვისების დონის შესამოწმებლად.
გამოთქმის და ასევე პროგრესის შესამოწმებლად ჩატარდება შოუ პედაგოგების მიერ შერჩეული პროგრამით. სწავლის საფასური_ 135 ლარი

9-10 წლის მოსწავლეებისათვის გათვალისწინებულია გართულებული პროგრამა. ძირითად სახელმძღვანელოზე მუშაობის გარდა ემზადებიან KET კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდის ჩასაბარებლად. ხვეწენ წერის უნარჩვევებს, ადგენენ წერილებს, მემოებს, წერენ მოკლე შინაარსებს. მონაწილეობენ სპექტაკლებში. სწავლის საფასური_140 ლარი.

11-12 წლის მოსწავლეები გარდა ძირითად სახელმძღვანელოებზე მუშაობისა ემზადებიან PET კემბრიჯის საერთაშორისო და TOEFL Junior ტესტის ჩასაბარებლად. სწავლობენ თემის წერას (150-200 სიტყვა). სწავლის საფასური_145 ლარი.

13-14 წლის მოსწავლეები გარდა ძირითად სახელმძღვანელოებზე მუშაობისა ემზადებიან FCE კემბრიჯის საერთაშორისო და Pre-TOEFL ტესტის ჩასაბარებლად. სწავლობენ ესეს წერას ( 250-300 სიტყვა). სწავლის საფასური_150 ლარი.

15-16 წლის მოსწავლეები გარდა ძირითადი სახელმძღვანელოებისა მუშაობენ IELTS
კემბრიჯის საერთაშორისო სერთიფიკატის, IBT TOEFL და SAT ტესტის ჩასაბარებლად.
სწავლის საფასური_155 ლარი.

ყოველი დონის გავლის შემდეგ ჩატარდება ტესტირება. ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოსწავლე გადავა შემდეგ ეტაპზე და გადაეცემა სერთიფიკატი.

თუკი მოსწავლე მოგვიანებით შემოგვიერთდა მას ჩაუტარდება ტესტირება და იგი შეუერთდება დონით შესაბამის ჯგუფს.



კემბრიჯის საერთაშორისო სერთიფიკატებისთვის მოსამზადებელი კურსები ინგლისურ ენაში:

კემბრიჯის გამოცდები დაგეხმარებათ საერთაშორისო კვალიფიკაციის მოპოვებაში, ინგლისური ენის პროგრესის დადგენაში, კოლეჯში ან უნივერსიტეტში ადგილის მოპოვებაში და სამსახურეობრივი პერსპექტივის გაუმჯობესებაში.
11 000-ზე მეტი დამსაქმებელი, უნივერსიტეტი და სამთავრობო სტრუქტურა მთელს მსოფლიოში აღიარებს კემბრიჯის საერთაშორისო კვალიფიკაციას.

YLE_Young learners (A1) კემბრიჯის ინგლისური ენის ტესტი ნორჩებისთვის.

KET - Key English Test (A2) for adults and young adults. ელემენტარული დონის გამოცდა KET for schools . სკოლის მოსწავლეებისათვის.

PET, PET for Schools - Preliminary English Test (B1) საშუალო დონის ინგლისურის გამოცდა.

FCE - First Certificate in English (B2) საშუალოზე მაღალი დონის გამოცდა.

CAE - Certificate of Advanced English (C1) უმაღლესი დონის გამოცდა.

CPE - Certificate of Proficiency in English (C2) კემბრიჯის გამოცდებიდან ყველაზე მაღალი დონის გამოცდა.

BEC - Business English Certificates (B1, B2, C1) ბიზნეს ინგლისური

BEC გამოცდას აქვს სამი განსხვავებული დონე:
BEC PRELIMINARY: B1 დონე
BEC VANTAGE: B2 დონე
BEC HIGHER: C1 დონე

უფრო მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს http://www.cambridgeenglish.org/recognition/ და http://www.britishcouncil.org/geo/ge-exams-cambridgeesolexams.htm


 



IELTS - International English Language Testing System:

კემბრიჯის სერთიფიკატი საშუალებას იძლევა მოიპოვოთ კოლეჯში ან უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება, გზას გიკვალავთ სამომავლო კარიერაში და გეხმარებათ შეამოწმოთ ენის ცოდნის დონე.
უფრო მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს http://www.britishcouncil.org/geo/ge-exams-ielts-14.htm