უცხო ენათა შემსწავლელი კულტურული ცენტრი "ლინგვა ჰაუსი" დაარსდა 2005 წელს და მას შემდეგ მრავალ სტუდენტს გაუკვალა გზა წარმატებული კარიერისკენ. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული მსმენელის მოთხოვნებს, მიზნებს და მათთვის საჭირო მიმართულებით წარვმართავთ სასწავლო პროცესს.

ყველა კურსი ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. მსმენელების ასაკი შეუზღუდავია. ჩვენი მასწავლებლების შტატი დაკომპლექტებულია კვალიფიციური ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისაგან.

ჩვენი ცენტრი გთავაზობთ სხვადასხვა უცხო ენის შესწავლას და საერთაშორისო სერთიფიკატების ტესტებისათვის მომზადებას.
ასევე ფუნქციონირებს:
- ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები ინგლისურ, გერმანულ, რუსულ ენებში, მათემატიკასა და უნარჩვევებში.
- საკვირაო სკოლა ბავშვებისათვის.
- კომპიუტერული კურსები.
- ქართული და კლასიკური ცეკვების სტუდია.

ცენტრი მუშაობს დილის 9 საათიდან საღამოს 11 საათამდე.
მათ ვინც მუშაობს კვირის დღეებში, ვთავაზობთ შაბათ–კვირის კურსებს.